ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადგილობრივი არჩევნები ვენესუელაში


პრეზიდენტ ჩავესს ოპერაციას კუბაზე ჩაუტარებენ

დღეს ვენესუელაში გუბერნატორებს ირჩევენ.თუმცა პრეზიდენტ ჩავესის ჯანმრთელობამ პოლიტიკური ლანდშაფტი შეცვალა. პრეზიდენტმა ჩავესმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თანაპარტიელი კანდიდატების მხარდაჭერა ვერ შეძლო. ის ამჟამად კუბაზე იმყოფება, სადაც სიმსივნის ოპერაცია ჩაუტარდება.

ჩავესის ყოფილი მეტოქე საპრეზიდენტო არჩევნებში ენრიკე კაპრილესი იმედოვნებს, რომ მირანდას პროვინციაში გამარჯვებას შეძლებს და გუბერნატორის პოსტს დაიკავებს. გამარჯვების შემთხვევაში, კაპრილესი სავარაუდოდ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი იქნება. ჩავესმა მის მომხრეებს, მისი მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, ვიცე-პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG