ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები ვენესუელაში


გამარჯვების შემთხვევაში 57 წლის ლიდერი ქვეყანას 2019 წლამდე უხელმძღვანელებს

მემარცხენე პრეზიდენტის, უგო ჩავესის მთავარი კონკურენტი ენრიკე კაპრილია. 40 წლის ადვოკატმა ვენესუელაში წარმატებული წინასაარჩევნო კამპანია გააჩაღა, რომელიც ენერგეტიკის პრობლემებს, სურსათის დეფიციტს და მაღალი კრიმინალური მაჩვენებლების კრიტიკას ემყარებოდა. გამოკითხვების თანახმად, ორივე პრეტენდენტს მოსახლეობაში თითქმის თანაბარი რეიტინგი აქვს.

უგო ჩავესი ქვეყნის სათავეში თითქმის 14 წლის წინ ღარიბი მოსახლეობის უფლებების დაცვის პლატფორმით მოვიდა. გამარჯვების შემთხვევაში 57 წლის ლიდერი ქვეყანას 2019 წლამდე უხელმძღვანელებს და მისი პრეზიდენტობის ვადა 20 წლამდე გაიზრდება. უგო ჩავესის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურკვეველი რჩება. ცნობილია, რომ მან ახლახან ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის კურსი ჩაიტარა, მაგრამ კიბოს ტიპზე და სამომავლო პროგნოზზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, დიქტატორმა ჩავესმა 2010 წელს რუსეთთან, ნიკარაგუა, ნარუ და ვანუატუსთან ერთად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები -აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი- დამოუკიდებლად სცნო.
XS
SM
MD
LG