ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიოსდადო კაბელო ხელახლა აირჩიეს სპიკერად


გადადგომის ან ჩავესის სიკვდილის შემთხვევაში და ახალი არჩევნების დანიშვმანდე, სწორედ კაბელო შეასრულებს ლიდერის მოვალეობებს

ვენესუელის ეროვნულმა ასამბლეამ სპიკერად დიოსდადო კაბელო ხელახლა აირჩია. კაბელო, შეუძლოდ მყოფი პრეზიდენტის, ჰუგო ჩავესის უახლოესი გარემოცვაა. ჯამრთელობის გაუარესების გამო გადადგომის ან ჩავესის სიკვდილის შემთხვევაში და ახალი არჩევნების დანიშვმანდე, სწორედ კაბელო შეასრულებს ლიდერის მოვალეობებს. ფიცის დადების დროს ახალმა სპიკერმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს ჩავესის მიერ დაწყებულ რევოლუციას.
ასამბლეის უმრავლესობას პრეზიდენტ ჩავესის ერთგული მომხრეები წარმოადგენენ, მთავრობაში წამყვან პოზიციებზეც სწორედ ისინი არიან.
XS
SM
MD
LG