ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთელი პაპი


ვატიკანის ისტორიაში არგენტინელი იეზუიტი არქიეპისკოპოსის რომის პაპად არჩევა პირველად მოხდა

ვატიკანის ისტორიაში არგენტინელი იეზუიტი არქიეპისკოპოსის რომის პაპად არჩევა პირველად მოხდა. რომის ახალი პაპი ფრანცისკი აპირებს გააგრძელოს წინა ორი პაპის კონსერვატორული დოქტრინა.
„ და როგორც თქვენ ენდეთ თქვენ მოახლეს ფრანცისკის შეპარდების სახლიდან მიენდეთ მას ყოველთვის და იხსენით, დაიცავით სამწყსოს სახელით და მოუარეთ მას“.
ახალი პაპისთვის ლოცვა ვაშინგტონში წმინდა მათეუსის სახელობის კათედრალურ ტაძარში გაიმართა.
„ ბარი კნესტოუტი ტაძრის ეპისკოპოსია და ამბობს რომ კმაყოფილია კარდინალების არჩევანით. ახლა მოხდა პირველად, როდესაც რომის პაპი გახდა ამერიკელი, არგენტინელი წარმოშობის იეზუიტი ეპისკოპოსი. პირველი პაპი სამხრეთ ნახევარსფეროდან.“
ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსი ხორგე ბერგოლიო გამორჩეულია თავისი მოკრძალებული ბუნებით. ცნობილია რომ იგი თავად ამზადებდა სადილს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობდა.
ვაშინგტონის გადაკვეთაზე მდებარე ღვთისმშობლის წმინდა ტაძარი ვატიკანის ფერებში მორთეს. როგორც მოძღვარმა მარკ მოროზოვიჩმა განაცხადა, რომის პაპის მიერ არჩეულ სახელს თავისი მნიშვნელობა აქვს.
„მისი განცხადებით სახელი ფრანცისკის ამორჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობდა საეკლესიო პირი ფრანცისკი, რომელმაც ცხოვრება ლოცვას მიუძღვნა და სიღარიბეში ცხოვრობდა. იგი ეკლესიის რეფორმისთვის იბრძოდა.“
ფრანცისკმა თავისი არჩევა გამოსვლაში შეაფასა როგორც „ქვეყნიერებისთვის განსაკუთრებული მოვლენა“.
თუმცა მისი არჩევა არ არის ისეთი რადიკალური გადაწყვეტილება, როგორც ეს ჩანს -აცხადებს ჯორჯთაუნის უნივერისტეტის იეზუიტური კათედრის დეკანი ჩესტერ გილისი.
„მისი განცხადებით რამდენადაც ახალი პაპი ლათინური ამერიკიდან არის , კერძოდ ბუენოს-აირესიდან მან იცის რომი და ბევრ შეკრებებზეც არის ნამყოფი. ის თავისუფლად ფლობს იტალიურს, იცნობს მოთამაშეებს , ასე რომ იგი არ არის უცნობი ფიგურა როგორც ეს შეიძლება ვინმეს ეგონოს“.
ჩესტერ გილისი მოელის რომ ახალი პაპი მისი წინამორბედების მსგავსი იქნება.
„იგი აცხადებს რომ პაპი თეოლოგიურადაც კონსერვატორია და დოქტრინული თვალსაზრისითაც. ამიტომ ის რაიმე ცვლილებებს არ მოელის მისგან.“
მისი არჩევა იმის აღიარებაც არის კათოლიციზმის ისტორიულად ცნობილი ევროპული სამშობლოსგან, რომ მომავალი უკავშირდება სამხრეთ ნახევარსფეროს, სადაც კათოლიკე-მორწმუნეების უმრავლესობა 1, 2 მილიარდი ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG