ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის უკმაყოფილების მიუხედავად, ავღანეთი 65 პატიმარს ათავისუფლებს


პარვანის ციხე

გათავისუფლებულ პატიმრებს შეერთებული შტატები ავღანელი ქალების, ბავშვების და ასევე კოალიციის წევრების მკვლელობაში ადანაშაულებს

ავღანეთში დღეს პატიმართა ის ჯგუფი გაათავისუფლეს, რომელსაც შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები „საშიშ ინდივიდებად“ მიიჩნევს. ეს ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაართულებს.

65 პატიმარი დღეს ბაგრამის საჰაერო ბაზასთან მდებარე პარვანის ციხიდან გამოვიდა. ამერიკული მხარე მათ ავღანელი ქალების, ბავშვების და ასევე კოალიციის წევრების მკვლელობაში ადანაშაულებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები განცხადებას აკეთებს. ის ხელისუფლებას პატიმართა გათავისუფლებასთან დაკავშირებულ რისკებზე, პოტენციურ -ლეტალურ ეფექტებზე- აფრთხილებს და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამერიკული და ავღანური ძალები საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ, რათა ავღანელი ხალხის უსაფრთხოება უზრუნველყონ.

აბდულ ბაზირ აზიზი, ავღანეთის იუსტიციის სამინისტროს სპიკერი, მთავრობის პოზიციას იცავს და აცხადებს, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არავის აქვს უფლება ავღანელებს საკუთარი კანონმდებლობის შესახებ მითითება მისცეს. მისი თქმით, აღნიშნულ პირებს დანაშაული არ დაუმტკიცდათ და მათი გათავისუფლება ლეგიტიმურ ნაბიჯს წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG