ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შანაჰანს მაკკეინის საესკადრო ნაღმოსნის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა


ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა თავდაცვის მდივანმა პეტ შანაჰანმა სამშაბათს განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია თეთრი სახლის გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს იაპონიაში, გამოეტოვებინათ მაკკეინის სახელობის საესკადრო ნაღმოსანის მონახულება.

„არასდროს შევურაცხყოფდი ისეთი დიდი ამერიკელი პატრიოტის ხსოვნას, როგორიც სენატორი მაკკეინი იყო“ თქვა შანაჰანმა პრესასთან საუბრის დროს. „არასდროს მოვეპყრობოდი უპატივცემულოდ ახალგაზრდა კაცებსა და ქალებს, ვინც იქ მსახურობს“ დაამატა მან.

ცოტა ხნის წინ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც განხილული იყო პრეზიდენტის იაპონიაში ვიზიტის დეტალები, და სადაც ერთ-ერთი პუნქტი სწორედ ამ ნაღმოსანის თვალთახედვის არიდან გადამალვა იყო.

საესკადრო ნაღმოსანი, რომელიც ახლა ამერიკის საზღვაო-ძალების შემადგენლობაშია, თავდაპირველად სენატორ ჯონ მაკკეინის მამისა და ბაბუის-საზღვაო ძალების ცნობილი ადმირალების, სახელს ატარებდა, ახლა კი სამივე მაკკეინის პატივსაცემად ატარებს ამ სახელს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG