ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენი ტედ პო საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს


კონგრესმენი ტედ პო

2016 წლის 11 მაისს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 114-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს თაობაზე მხარდამჭერი განცხადებით სიტყვით წარსდგა აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, კონგრესმენი ტედ პო. სიტყვით გამოსვლისას კონგრესმენმა ხაზი გაუსვა მსოფლიოში საქართველოს ლიდერობას თავისუფლებისა და დემოკრატიის სფეროში. კონგრესმენის განცხადებით, ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველო ყველაზე უფრო თავისუფალი ქვეყანა გახდა რეგიონში. "ჩრდილოეთით პუტინის დიქტატორული რეჟიმისგან განსხვავებით, საქართველო მკვეთრ კონტრასტს ქმნის. მიუხედავად ამისა, რუსები მაინც არ ამბობენ უარს თავიანთ ამბიციებზე, აკონტროლონ საქართველო. რუსეთს არ მოსწონს საქართველოს სწრაფვა დემოკრატიისა და თავისუფლებისაკენ. საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია კარგი მმართველობის სფეროში, განავითარა ეკონომიკა და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიული საზოგადოების შენების პროცესში" - ნათქვამია გამოსვლაში.

გამოსვლის ტექსტი გაავრცელა ვაშინგტონში საქართველოს საელჩომ.

კონგრესმენი ხაზს უსვამს საქართველოში მშვიდობიანი გზით განხორციელებულ დემოკრატიული სახის ტრანზიციას, რომელიც მისი განმარტებით, პირველად 2012 წელს განხორციელდა. ბ-ნ პო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ საქართველომ გააუმჯობესა მედიის თავისუფლება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და საქართველო პირველია პრესის თავისუფლების სფეროში. ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მაჩვენებლებით, ამ მხრივ საქართველო ევროკავშირისა და აშშ-ის მოკავშირე ზოგიერთ ქვეყანაზე უფრო მაღალ ადგილს იკავებს - აღნიშნულია გამოსვლაში.

აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე კონგრესმენის აღნიშნულ განცზადებას ასე აფასებს:

არჩილ გეგეშიძე კონგრესმენ ტედ პოს განცხადებაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:17 0:00

XS
SM
MD
LG