ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სამუშაო ბაზარზე პოზიტიური მდგომარეობაა


ოქტომბერში საწარმოო და სამშენებლო სფეროებში დასაქმების მზარდი მაჩვენებლები დაფიქსირდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:21 0:00
ბმული
გასულ თვეს შეერთებულ შტატებში ბევრად უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ვიდრე ამას 125 ათასი ეკონომისტი მოელოდა. ასევე საიმედო მდგომარეობა შეინიშნებოდა აგვისტოსა და სექტემბერშიც, როდესაც სამუშაო ბაზარზე გამოცოცხლების ნიშნები გაჩნდა.

თუმცა როგორც ეკონომისტი მარკ ჰემრიკი ამბობს, რიცხვები მთელს ისტორიას ნათლად მაინც არ წარმოაჩენს:

„შრომის დეპარტამენტის ანგარიში მოსალოდნელზე უკეთესი ნამდვილად არის, თუმცა ამ მაჩვენებლების გარდა, არსებობს უამრავი დეტალი და მონაცემი, რაც განსაზღვრავს, თუ რამდენად შენარჩუნდა ოქტომბერში ბალანსი სამუშაო ბაზარზე და არის თუ არა ეს ანგარიში ზოგადად პოზიტიური.“

მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში ამერიკის სამუშაო ბაზარზე ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა, უმუშევრობა ქვეყანაში დღესდღეობით მაინც 7,3 პროცენტია. ამის მიზეზი კი ის 800 ათასი ადამიანი გახლავთ, რომელიც ფედერალურმა სამსახურებმა ოქტომბერში 2 კვირით დაითხოვეს სამსახურიდან და ისინი უმუშევრების რიგებში მოხვდნენ.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, მთავრობის 16 დღიანმა ნაწილობრივმა დახურვამ ეკონომიკას საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა:

„ეს უაზრობა იყო. ჩვენ ამით მხოლოდ საკუთარი თავი დავაზარალეთ. აღარასდროს უნდა განმეორდეს მსგავსი რამ. ჩვენ უნდა ვაშენოთ და არ უნდა ვავნოთ საკუთარ ქვეყანას.“

ოქტომბერში საწარმოო და სამშენებლო სფეროებში დასაქმების მზარდი მაჩვენებლები დაფიქსირდა. თუმცა მარკ ჰემრიკი ამბობს, რომ სამუშაო ბაზრის გამოცოცხლება ძირითადად დაბალხელფასიანმა სამსახურებმა და სავაჭრო სფეროში შექმნილმა სამუშაო ადგილებმა გამოიწვია:

„ჩვენ ყველა ახალი სამუშაო ადგილი გვახარებს , თუმცა გვსურს, რომ მაღალანაზრაურებადი სამუშაო ადგილები უფრო მეტი შეიქმნას . შრომის დეპარტამენტის ანგარიშით კი შეფასება ამ კუთხით არ ხდება.“

ვიდრე უოლ სტრიტზე სამუშაო ბაზრის მდგომარეობას აკვირდებიან, ზოგიერთი ინვესტორი ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებული დაბალი ინტერესის პოლიტიკის დასრულებას ელის.

ჰემრიკის თქმით, საინტერესოა, რას მოიტანს საახალწლო სეზონი, როდესაც ამერიკელები საშობაო საჩუქრებისთვის სავაჭრო ცენტრებს მიაშურებენ.
XS
SM
MD
LG