ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ოპოზიცია ჟენევის მოლაპარაკებაზე თანახმაა


სირიის ეროვნულმა კოალიციამ აღნიშნული განცხადება დღეს, სტამბოლში მიმდინარე ორდღიანი მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა

სირიის ოპოზიციის წამყვანი ძალა, რომელსაც დასავლეთის მხარდაჭერა აქვს, აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, ის ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე თანახმა იქნება. სირიის ეროვნულმა კოალიციამ აღნიშნული განცხადება დღეს სტამბოლში მიმდინარე ორდღიანი მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა.

განცხადებას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერიც მიესალმა. მისი თქმით, ჯგუფის მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებაში „დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“. სირიის ეროვნული კოალიცია პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მთავრობას წინაპირობად ჰუმანიტარული დერეფნების დაწესებას და ტყვეთა გათავისუფლებას უყენებს.
XS
SM
MD
LG