ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიტ რომნი ლონდონში ჩავიდა


რომნი ოლიმპიადის წარმატებით ჩატარებაში დარწმუნებულია

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი მიტ რომნი შეეცადა, ხუთშაბათსვე შეეცვალა საკუთარი კომენტარი, რომელიც მან ლონდონში ჩასვლისთანავე გააკეთა და ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარებაში ეჭვი შეიტანა.

ლონდონში ჩასვლის შემდეგ რამდენიმე საათში, NBC-ს არხმა გადასცა ინტერვიუ, სადაც მიტ რომნიმ აღნიშნა, რომ ოლიმპიადის მოსამზადებელ ეტაპზე შექმნილი პრობლემები შეშფოთებას ბადებდა. ცოტა ხანში ამ განცხადებებს პრემიერ დევიდ კამერონის აღშფოთებული კომენტარი მოჰყვა, და რომნის, შესაბამისად, მთელი დარჩენილი დღის გატარება და ბრიტანელების დარწმუნება მოუხდა, რომ მას ახლა ოლიმპიადის წარმატებით ჩატარებაში ეჭვი არ ეპარებოდა.

პრემიერ მინისტრ კამერონთან შეხვედრისას რომნიმ იგივე განაცხადა, და თქვა, რომ თამაშების წარმატებაში დარწმუნებული იყო.

დღეს მიტ რომნი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს დაესწრება, რის შემდეგაც ისრაელში, შემდეგ კი პოლონეთში გაემგზავრება.




XS
SM
MD
LG