ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი


რომნიმ რაიანი ნორფოლკში წარადგინა

რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა მიტ რომნიმ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ვისკონსინელი კონგრესმენი პოლ რაიანი დაასახელა. ამის შესახებ რომნიმ დღეს ქალაქ ნორფოლკში მდებარე საზღვაო ბაზაზე, ჩამოწერილ საბრძოლ გემ „ვისკონსინზე“ განაცხადა. რომნი ვირჯინიის ქალაქ ნორფოლკში რაიანთან ერთად ჩავიდა.

„დღეს კიდევ ერთ ნაბიჯი გადავდგით ამერიკისთვის მიცემული დაპირების შესასრულებლად, რათა ჩვენს ქვეყანას უკეთესად ვუხელმძღვანელოთ. პატივი მაქვს წარმოგიდგინოთ ჩემი თანამებრძოლი და შეერთებული შტატების მომავალი ვიცე-პრეზიდენტი, პოლ რაიანი“- განაცხადა რომნიმ.
42 წლის რაიანი კონგრესში ვისკონსინის შტატის ინტერესებს დიდი ხანია ახორციელებს. ის ამჟამად წარმომადგენელთა პალატაში საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელია.

„ოჯახები ზარალდება. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდი დეფიციტი და ყველაზე დიდი ფედერალური მთავრობა გვაქვს. დაახლოებით ყოველი მეექვსე ამერიკელი სიღატაკეში ცხოვრობს. ეს არის ყველაზ უარესი მაჩვენებლი. ოჯახური შემოსავლები ბოლო ოთხ წელიწადში 4 ათასი დოლარით დაეცა. რა ახსნაც არ უნდა მოვძებნოთ, ეს არის რეკორდული ჩავარდნა,“ - განაცხადა რაიანმა.
XS
SM
MD
LG