ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოლმსის პროცესი


ჯეიმს ჰოლმსს ჩაუტარდება სამედიცინო გამოკვლევა, რის შემდეგაც დადგინდება, იყო თუ არა იგი დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი

შეერთებული შტატების სასამართლომ გასულ წელს კოლორადოს შტატის კინოთეატრში ჩადენილი მკვლელობის ეჭვმიტანილი შერაცხადობის გამო ჯერჯერობით უდანაშაულოდ ცნო.

სამშაბათს 25 წლის ჯეიმს ჰოლმსი სასამართლოს წინაშე წარსდგა. ჰოლმსმა გასულ წლის მაისში კინოსესანსის დროს დარბაზში მაყურებლების მისამართით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 70 დაიჭრა.

ინციდენტი ერთერთი იყო იმ მასობრივ მკვლელობებში, რის გამოც შეერთებულ შტატებში იარაღით ძალადობა და მენტალური პრობლემის მქონე ადამიანთა თემები დებატების საგნად იქცა.

ჯეიმს ჰოლმსს ჩაუტარდება სამედიცინო გამოკვლევა, რის შემდეგაც დადგინდება, იყო თუ არა იგი დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი. ეს პროცესი სავარაუდოდ თვეების განმავლოაბში გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG