ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველყოფილი ამერიკელების ისტორია


პირველყოფილი ამერიკელის კვალს 14 ათასი წლინ წინ მივყავართ

ორი ახალი სამეცნიერო კვლევის შედეგად, ვლინდება ახალი საინტერესო დეტალები დასავლეთ ჰემისფეროში პირველი ადამიანების გადმოსახლების შესახებ. ეს ინფორმაცია კი სრულიად ცვლის აქამდე არსებულ წარმოდგენებს პირველყოფილი ამერიკელების შესახებ.

პირველი ამერიკელების დენემეს ანალიზებით ადრე ცნობილი იყო, რომ მათი წინაპრები,. დაახლოებით 15 ათასი წლის წინ ერთჯერადი მიგრაციის შედეგად ალასკასა და ციმბირს შორის არსებული სახმელეთო ხიდის შედეგად ჩამოვიდნენ ამერიკაში.

თუმცა ჟურნალ „ნეიჩერში“ გამოქვეყნებული ანალიზის წყალობით ცნობილი ხდება, რომ პირველყოფილი ამერიკელები მიგრაციის სამი ტალღის შედეგად სახლდებოდნენ. მეორე და მესამე მიგრაციის პერიოდში ადამიანები არქტიკულ რეგიონებში სახლდებოდნენ, თუმცა პირველი ტალღის მიგრანტების შთამომავლები სამხრეთ ამერიკამდეც ჩავიდნენ.

მეორე სამეცნიერო ჟურნალ „საიენსში“ ახალი კვლევის თანახმად კი პირველყოფილი ამერიკელის კვალი 14 ათასი წლინ წინ ისინჯება.
XS
SM
MD
LG