ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეზბოლას მხარდამჭერებს სანქციები დაუწესდათ


ლიბანის ოთხი მოქალაქე ექსტრემისტული შიიტური ჯგუფის სახელით მოქმედებდა, რომელსაც შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს

შეერთებულმა შტატებმა ლიბანის ოთხ მოქალაქეს, დასავლეთ აფრიკაში ჰეზბოლას ძალაუფლების გავრცელების გამო სანქციები დაუწესა.

შეერთებული შტატების ხაზინის განცხადებით, ეს ოთხი პირი ჰეზბოლას სისტემატურად ეხმარებოდა თანხების მოზიდვაში. ისინი ექსტრემისტული შიიტური ჯგუფის სახელით მოქმედებდნენ, რომელიც შეერთებულ შტატებში ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება.

შეერთებული შტატების განცხადებით, ამ ოთხმა პირმა შეძლო დახმარებოდა ჰეზბოლას სიერა ლიონში, სენეგალსა და გამბიაში მხარდამჭერები მოეპოვებინა.
XS
SM
MD
LG