ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საელჩო უკრაინაში სავიზო ვადებს ცვლის


პრეზიდენტმა ობამამ რეზოლუცია 3 დეკემბერს გამოსცა

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის განცხადებით, შერთებული შტატების მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხუთწლიანი ვიზის გაუქმებასთან დაკავშირებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას დააზიანებს.

რენატ კუზმინმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა ობამამ 3 დეკემბრით დათარიღებული ზემოხსენებული რეზოლუცია გამოსცა. კუზმინის განცხადებით, ოქტომბერში უკრაინაში ამერიკის ელჩმა ჯონ ტეფმა ამ რეზოლუციის შესახებ ინფორმაცია გავრცელა, თუმცა კონკრეტული განმარტება არ გაუკეთებია.

სექტემბერში ამერიკის სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინის მოქალაქეებზე ხუთწლიანი ვიზის გაცემის აკრძალვასთან დაკავშირებით. მიზეზად კი ყოფილი პრემიერ მინისტრის იულია ტიმოშენკოს დაპატიმრება დაასახელა.

კუზმინის განცხადებით, ვაშჲნგტონს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია1996 წელს დონეცკის აეროპორტში უკრაინელი კანონმდებლის მკვლელობის დეტალების შესახებ.უკრაინელი პროკურორების განცხადებით, არსებობს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც იულია ტიმოშენკოს მკვლელობასთან კავშირი დასტურდება. თუმცა უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრი ბრლადებას კატეგორიულად უარყოფს.
XS
SM
MD
LG