ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა დალაი ლამას შეხვდა


ჩინეთი შეერთებულ შტატებს სერიოზული დიპლომატიური შედეგებით ემუქრება

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ტიბეტის განდევნილ სულიერ ლიდერს დალაი ლამას თეთრ სახლში შეხვდება. შეხვედრა ჩინეთის მხრიდან მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად შედგება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ობამა დალაი ლამას მის ოფიციალურ ამპლუაში - რელიგიური და კულტურული ლიდერის რანგში - შეხვდება.

თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკა მხარს უჭერს დალაი ლამას, ეგრეთ წოდებულ, „შუალედურ გზას,“ რომელიც ტიბეტის არც ჩინეთთან ასიმილაციას და არც მის დამოუკიდებლობას ითვალისწინებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება უკვე გამოაქვეყნა, სადაც თეთრ სახლს შეხვედრის გაუქმებას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩინეთი სერიოზული დიპლომატიური შედეგებით იმუქრება.
XS
SM
MD
LG