ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი ავღანეთში


აფეთქებების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ქვეყნის სამხრეთში ტერაქტი მოხდა. გზაზე დამონტაჟებული ორი ბომბის აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. ყანდაჰარის ადგილობრივი მთავრობის ცნობით, დანაღმულ ადგილზე ჯერ მიკროავტობუსი აფეთქდა, ხოლო შემდეგ მათ დასახმარებლად მისული ტრაქტორი. პოლიცია მომხდარში თალიბ ამბოხებულებს ადანაშაულებს. გაეროს შეფასებით, შარშან ავღანეთში 3021 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG