ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო კანდიდატები მორიგი დებატებისთვის ემზადებიან


პირველი საპრეზიდენტო დებატების შემდეგ, ობამას რეიტინგები მართლაც შემცირდა

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

პირველი საპრეზიდენტო დებატების შემდეგ, თითქმის ორი კვირის თავზე საპრეზიდენტო კანდიდატები მორიგი შეხვედრისთვის ემზადებიან. პრეზიდენტ ობამას არადამაჯერებელ გამოსვლას და სუსტი ორატორის შეხედულებას უკვალოდ არ ჩაუვლია საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგებზე. რესპუბლიკელთა კანდიდატმა კი, ამ სიტუაციაში წარმატებას მიაღწია და ელექტორატის პოპულარობა უფრო მეტად მოიპოვა. ამჯერად, ობამას მრჩევლები ამბობენ, რომ მეორე დებატების ფორმატი პრეზიდენტს უკეთეს სიტუაციაში აყენებს და რომ ის ბევრად უფრო შემტევი და კარგად მომზადებული წარსდგება საზოგადოების წინაშე.

ფოქსის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბარაკ ობამას წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი მრჩეველი, დევიდ აქსელროდი ამბობს, რომ ობამა უფრო აგრესიული იქნება და უკეთ დაასაბუთებს საკუთარ არგუმენტებს, თუ რატომ უნდა აირჩიოს ხალხმა მომდევნო ვადით და რომ ქვეყანა, რომელსაც პრეზიდენტი აშენებს, მზარდ საშუალო ფენას იქნება დაფუძნებული.

აღსანიშნავია, რომ პირველი საპრეზიდენტო დებატების შემდეგ, ობამას რეიტინგები მართლაც შემცირდა. აქსელროდი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის კამპანიას პანიკის მიზეზი არ აქვს.

მისი თქმით, გამოკითხვები აქამდე პრეზიდენტის დიდ უპირატესობას აჩვენებდა, თუმცა გასაკვირი არ არის, რომ სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები ხშირად მერყეობს. სინამდვილეში, განსხვავება ორ კანდიდატს შორის მართლაც შემცირდა, თუმცა, ობამას კამპანია საკუთარ წარმატებაში მაინც დარწმუნებულია.

ამ ფონზე, მიტ რომნი როგორც მისი ბანაკის წევრები ამბობენ, კიდევ ერთი დამაჯერებელი გამოსვლისთვის ემზადება, და მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი ამერიკელ ხალხს მნიშვნელოვან გზავნილს გადასცემს, აცხადებს კამპანიის მრჩეველი, ედ გილესპი.

გილესპის თქმით, რომნი წინა დებატებთან შედარებით არაფერს შეცვლის. იგი უბრალოდ საკუთარ პროგრამაზე ილაპარაკებს. ფაქტია, რომ ორივე კანდიდატი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდბა და რომ ეს არჩევნები ნამდვილი არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს ელექტორატს.

რესპუბლიკელი მრჩევლის მტკიცებით რომნის, სავარაუდოდ, უფრო თავდაჯერებულ ობამასთან მოუწევს დებატები, თუმცა როგორც არ უნდა შეიცვალოს პრეზიდენტის პრეზენტაციის სტილი, ამას საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა ვერ ექნება. ასევე ის ფაქტი, რომ ობამა საკუთარ პოლიტიკას მეორე დებატისთვის ვერ შეცვლის, უფრო მთავარია.

ცნობისთვის, მესამე საპრეზიდენტო დებატები მთლიანად საგარეო პოლიტიკის თემებს დაეთმობა.

სექტემბერში, ლიბიაში მდებარე ამერიკის საკონსულოზე თავდასხმის შედეგად ამერიკის ელჩი დაიღუპა. რესპუბლიკური პარტია ობამას ადმინისტრაციას არაკომპეტენტურობასა და ტრაგედიაზე რეაქციის დროს ფაქტების დამალვაში ადანაშაულებს.

რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრამმა განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაცია საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს. ადმინისტრაცია აპელირებს იმ განცხადებებით, რომ ალ-ყაიდა განადგურებულია და რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია წყნარდება, თუმცა, ლიბიაში მიმდინარე მოვლენებმა საპირისპირო დაადასტურა.
XS
SM
MD
LG