ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით, ქვეყანა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას - იუნესკოს - 2018 წლის ბოლოს დატოვებს. იუნესკო ყველაზე ცნობილია მისი სამუშაოს ერთ-ერთი ნაწილით, მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის პროგრამის ფარგლებში.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ჰეთერ ნაუერტმა განაცხადა, რომ ამერიკის მიერ იუნესკოს დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ხნაგრძლივი მსჯელობის შედეგად იყო მიღებული და ის რამდენიმე ძირითად მიზეზს ეფუძნებოდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებს არ გადაუხდია იუნესკოსთვის დაახლოებით 550 მილიონი დოლარი. ეს იმიტომ, რომ 1990 წელს მიღებული ფედერალური კანონის თანახმად, ქვეყანა ვალდებულია შეწყვიტოს გაეროს ყველა იმ სააგენტოს დაფინანსება, რომელიც პალესტინელებს აღიარებს როგორც სრულუფლებიან წევრ სახელმწიფოს. ფაქტია, რომ ასეთი ნაბიჯი არ გულისმხობს ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკებების აუცილებლობას, რაც ამ ორი ხალხის ცხოვრებაში მნიშვნელოვან განსხვავებებს შეიტანს. 2011 წელს კი იუნესკომ გადადგა ასეთი ნაბიჯი და ამერიკა სამართლებრივად ვალდებული იყო, შეეწყვიტა ორგანიზაციის დაფინანსება.

ნაუერტის თქმით, გადაწყვეტილების კიდევ ერთი განმამპირობებელი მიზეზი არის ის, რომ იუნესკოში იზრდება პოლიტიზირება და მიკერძოება ისრაელის წინააღმდეგ.

მაგალითად, ივლისში, როგორც გაეროში ამერიკის მისიამ აღნიშნა, იუნესკომ მიიღო პოლიტიკურად ყველაზე მიკერძოებული გადაწყვეტილება, რომლითაც ძველი ქალაქი ჰებრონი და პატრიარქების აკლდამა პალესტინელთა ტერიტორიის ნაწილად აღიარა. ეს ქმედება არის აღმაშფოთებელი მცდელობა იმისა, რომ ისრაელი და ებრაელი ხალხი დააშორო იმ ტერიტორიას, რომელიც ისტორიულად ათასობით წლის მანძილზე მათ ეკუთვნოდა.

ბოლოს კი, პრეს-სპიკერმა ნაუერტმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვები გაიმეორა, რომლითაც მან გაერთიანებული ერების ორგანიზაციას იუნესკოს რეფორმირებისკენ მოუწოდა.

ნაუერტმა ასევე დასძინა, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს იუნესკოსთან კავშირის სრულად გაწყვეტა და სურს დარჩეს არა-წევრ, დამკვირვებელ სახელმწიფოდ, რათა დაეხმაროს ორგანიზაციას და გაუზიაროს შეერთებული შტატების ხედვა და გამოცდილება ორგანიზაციის მიერ მიღებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, იუნესკოს დატოვების გადაწყვეტილება ასევე არ იქონიებს გავლენას ამერიკის პოლიტიკაზე, დაუჭიროს მხარი საერთაშორისო თანამშრომლობას განათლების, მეცნიერების, კულტურისა თუ კომუნიკაციებისა და საინფორმაციო აქტივობების საკითხებში, რომლებიც სასარგებლოა შეერთებული შტატებისთვის.

ეს იყო ამერიკის ხმის სარედაქციო წერილი, რომელმაც ამერიკის მთავრობის ოფიციალური პოზიცია ასახა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG