ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა სირიაში ქურთულ შენაერთებს შეიარაღებას მიაწოდებს


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონს უფლება მისცა სირიაში ქურთულ შენაერთების შეიარაღება მიაწოდოს.

ქურთული შენაერთები სირიის დემოკრატიული ძალების შემადგენლობაში შედიან და მის ნახევარზე მეტს შეადგენენ.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა თურქეთის გაღიზიანება გამოიწვიოს. ქურთული ძალების შეიარაღება სიირის რაქას გათავისუფლების ოპერაციის ნაწილია, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები აკონტროლებენ.

თურქეთი ეწინააღმდეგება ვაშინგტონის მიერ ქურთი ძალების შეარაღებას. ანკარას თქმით, სირიის ქურთული ძალები, ქურდისტანის მუშათა პარტიასთან არიან კავშირში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG