ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა უცხოელებს კარს 8 ნოემბრიდან გაუღებს


თეთრი სახლი დღეს ოფიციალურად გააკეთებს განცხადებას იმის თაობაზე, რომ 8 ნოემბრიდან კოვიდ-19-ზე სრულად აცრილებისთვის მოიხსნება შეერთებულ შტატებში პანდემიის გამო მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. ​

შეზღუდვა 2020 წლის დასაწყისიდან ამოქმედდა, თავდაპირველად ჩინეთთან მიმართებაში, შემდეგ კი - მსოფლიოს ათეულობით ქვეყნისთვის. დღემდე ამერიკაში შემოსვლის ნებართვა მხოლოდ კრიტიკულად საჭირო მოგზაურობის დროს გაიცემა.

სამშაბათს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ სრულად აცრილებისთვის მოიხსნება შეზღუდვა სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლებზე კანადასთან და მექსიკასთან. ეს რეგულაციაც ნოემბრის დასაწყისში ამოქმედდება, თუმცა მცირეოდენი განსხვავებებით.

კოვიდ-19-ზე აუცრელი ვიზიტორების შემოსვლა კვლავ აკრძალული იქნება. შეერთებულ შტატებში შემოსულებს აცრის მოწმობას, ან კოვიდ-19-ის ტესტზე უარყოფით პასუხს თვითმფრინავზე ასვლამდე მოსთხოვენ. ხმელეთიდან შემომავალ ვიზიტორებს ტესტის პასუხი არ მოეთხოვებათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG