ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატები და უფლებადამცველები თეთრი სახლის სპიკერის გადადგომას ითხოვენ


გუშინდელი ბრიფინგის დროს ჰოლოკოსტის დეტალების დავიწყების გამო, ოპოზიციაში მყოფი დემოკრატები და ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფები, თეთრ სახლს პრეს-სპიკერის, შონ სპაისერის თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ბრიფინგის დროს სპაისერმა თქვა, რომ სირიის სამხედროების მიერ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ გაზ „სარინის“ გამოყენებამ ნაცისტური გერმანიის ჩადენილ საშინელებებს გადააჭარბა.

სპაისერმა ნათქვამის გამო ბოდიში მოიხადა და დამატებითი წერილობითი განმარტებაც გამოაქვეყნა, მაგრამ ბევრისთვის ეს დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა.

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატთა ლიდერმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ ტრამპს მოუწოდა სპაისერი გაათავისუფლოს და მისი განცხადება „დაუყოვნებლივ უარყოს“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG