ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმუშევრობა - ბარაკ ობამას დილემა


In this July 13, 2011 photo, National Tire & Battery area director Don Hudome, right, meets with an attendee at a National Career Fairs Job Fair, in Dallas. More people applied for unemployment benefits last week, evidence that layoffs are rising and the

ივლისში შეერთებულ შტატებში 117 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რითაც უმუშევრობის დონე ერთი მეათედი პროცენტით ანუ 9,1 მეათედამდე შემცირდა. ინვესტორები ამ პოზიტიურ ნაბიჯს მიესალმებიან, თუმცა ვითარება მაინც არასახარბიელოდ გამოიყურება. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მილ არკეგა იკვლევდა.

მას შემდეგ რაც საფონდო ბირჟებზე ბოლო სამი წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა, შეშფოთებას კი არა მხოლოდ ინვესტორები გამოთქვამენ. ამერიკის მომავალზე ვაშინგტონში ფერმერების ბაზრობაზეც ფიქრობენ - როგორც მყიდველები ასევე მოვაჭრეები. ტომი ადამსი ერთ დროს მასწავლებელი იყო.

„იცით მე მოვესაწრი 1930-იანი წლების დეპრესიიასაც. მე არ მომწონს რაც ახლა ხდება. მე შეშინებული ვარ“- ამბობს ადამსი.

ფერმერების მსგავსად შიში ვოლ-სტრიტის ინვესტორებსაც ეტყობათ. საფონდო ბირჟებზე პარასკევს შექმნილი არამყარი ვითარება მთელ ქვეყანაზე აისახა.

ბაზრის ანალიტიკოსი დევიდ ჯონსი ამბობს, რომ გლობალურ ეკონომიკაში ახალი რეცესიის დაწყების შიში უფრო და უფრო ძლიერდება.

„გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ბაზარზე არსებული პანიკის შეგრძნება ძალიან წააგავს სამი წლის შექმნილ ვითარებას,“- ამბობს ჯონსი.

მართალია წარმოებაში, საცალო გაყიდვებსა და ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთა რიცხვი იზრდება, ეკონომისტები მაინც ამბობენ, რომ სამუშაო ადგილების შექმნის ტემპი სულ ცოტა უნდა გაორმაგდეს, რათა ამერიკაში უმუშევრობის მაჩვენებელმა შემცირება დაიწყოს.

შრინივას ტარუვადანტი ჯერომ ლევის პროგნოზირების ცენტრის კვლევებს ხელმძღვანელობს.

„რასაც თქვენ შრომის ბაზარზე ხედავთ, ეს არის ვითარების შერბილება, თუმცა ეს პროცესი არათანაბრად მიმდინარეობს და არ არის ნათელი თუ რამდენად არის ეს შერბილება,“ - ამბობს ტარუვადანდი.

ამას თეთრი სახლიც აცნობიერებს. პარასკევს სამხედრო ვეტერანებისადმი მიმართვის დროს, პრეზიდენტმა ობამამ პირობა დადო, რომ სექტემბრიდან უმუშევრობას დიდი ყურადღებას დაუთმობს.

„ჩვენ გვჭირდება თვითთკმარი ციკლის შექმნა, სადაც ხალხი აკეთებს დანახარჯებს და კომპანიები კი მათ ქირაობენ და ჩვენი ეკონომიკაც იზრდება. და ჩვენ ვიცით რომ ამისთვის დრო არის საჭირო. მე მინდა რომ ამერიკელმა ხალხმა და ჩვენმა პარტნიორებმა მტელ მსოფლიოში იცოდენ, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ,“- განაცხადა ბარაკ ობამამ.

თუმცა, ზოგი ამერიკელი მთავრობის დაპირებას არ ელოდება. შერონ ჯერემია უმუშევარი დარჩა როდესაც მის კომპანიაში შემცირებები დაიწყო. სამუშაოს ძებნის ნაცვლად ის საკუთარი თავის უფროსი გახდა - მან ძვირფასეულობის დიზაინი და გაყიდვები დაიწყო.

„მე ან უნდა დავდმგარიყავი და შექმნილ ვითარებაზე მედარდა და უნდა მომეძებნა გამოსავალი, ის საქმე რაც შემოსავალს მომიტანდა და მე გადავწყვიტე, რომ რამე რეალური გამეკეთებინა,“ - ამბობს შერონ ჯერემია.

უმუშევრობა და სამუშაოს ადგილების დაკარგვის საფრთხე კი მომხმარებლის ჯიბეზეც აისახება. მოსახლეობა მომავლის შიშით სულ უფრო ნაკლების დახარჯვას ცდილობს.

მომხარებლები კი ამერიკის ეკონომიკის წამყვანი ძალაა. ისინი მთელი ეკონომიკური აქტიურობის 70 პროცენტს შეადგენენ.

XS
SM
MD
LG