ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა გაეროს მოსახლეობის ფონდის დაფინანსებას წყვეტს


ტრამპის ადმინისტრაცია გაეროს მოსახლეობის ფონდს ბრალს სდებს ნაძალადევი აბორტისა და არანებაყოფლობითი სტერილიზაციის მხარდაჭერაში და მის დაფინანსებას წყვეტს.

ორშაბათს, სახელმწიფო დეპარტამენტმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წერილი გაუგზავნა და აღნიშნა, რომ 2017 წლის ბიუჯეტში ფონდისთვის განკუთვნილ 32.5 მილიონ დოლარს გაყინავს.

წერილში ნათქვამია, რომ გაეროს ეს სააგენტო, ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის და ოჯახის დაგეგმვის კომისიასთან მუშაობს, რომელიც პეკინის „ორი შვილის“ პოლიტიკას ატარებს. ეს პოლიტიკა ჩინელ წყვილებს შვილების რაოდენობას უზღუდავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG