ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი და ანკარა ერთმანეთს ვიზებს უზღუდავენ


ამერიკის საელჩო ანკარაში

თურქეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვს მოხსნას შეზღუდვა არა-საიმიგრაციო ვიზების გაცემაზე, რომელიც საელჩომ კვირას დააწესა. ამერიკის საელჩომ ვიზების გაცემის შეწყვეტის კონტრეტული მიზეზი არ დაასახელა, თუმცა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ "უანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თურქეთის მზაობას დაიცვას ამერიკის დიპლომატიური მისიის პერსონალის და შენობის უსაფრთხოება.“

საელჩომ აღნიშნა, რომ მისიის ვიზიტორთა რაოდენობის შემცირების მიზნით, ისინი აპირებენ არა-საიმიგრაციო ვიზებზე დროებითი შეზღუდვის დაწესებას. რამდენიმე საათის შემდეგ, თურქეთმა ვაშინგტონის საპასუხოდ შეწყვიტა თურქეთის ვიზების გაცემის მომსახურება. ორშაბათს, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის საელჩოს პირველი მოადგილე დაიბარა და მოითხოვა, რომ ამერიკამ შეცვალოს საკუთარი გადაწყვეტილება, რადგან ეს „არასაჭირო დაძაბულობას ქმნის.“

გასულ კვირას თურქეთმა მეტინ ტოპუზი, ანკარაში ამერიკის საელჩოს თურქი თანამშრომელი, ფეტულა გულენის მოძრაობასთან კავშირების საბაბით დააკავა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG