ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი "სკანდალურს" უწოდებს აშშ-ის გადაწყვეტილებას


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაეპ ერდოღანი „სკანდალურს“ უწოდებს შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას ბრალი წაუყენოს 19 ადამიანს, მათ შორის თურქეთის უსაფრთხოების 15 წევრს, 16 მაისს ვაშინგტონში ერდოღანის ვიზიტისას დემონსტრაციის დარბევისთვის.

დღეს სტამბოლში ჟურნალისტებთან საუბრისას, ერდოღანმა განაცხადა, რომ ეს სკანდალი ნათლად აჩვენებს „თუ როგორ მუშაობს სამართალი ამერიკაში“. ერდოღანის თქმით, ამ საკითხს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სექტემბერში ნიუ-იორკში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს.

16 მაისს, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ამერიკაში ვიზიტის დროს, თურქეთის საელჩოსთან დემონსტრანტებსა და ერდოღანის დაცვის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო ამერიკის ხმის თურქულმა რედაქციამ გაავრცელა. პოლიციის თქმით, მათ ამ პირების იდენტიფიკაცირება ვიდეოს მეშვეობით მოახერხეს.

მომხდარი დაპირისპირება, ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობების დაძაბვის კიდევ ერთი მიზეზი გახდა.

დაპირისპირებას, ტრამპის ადმინისტრაციამ „ძალზედ შემაშფოთებელი“, ხოლო ვაშინგტონის პოლიციამ, „სასტიკი“ უწოდა. ინციდენტს ამერიკაში კანონმდებლების და ოფიციალური პირების მკაცრი რეაქცია მოჰყვა. ბევრმა, ტრამპის ადმინისტრაციას თურქეთის ელჩის გაძევებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტმა მომხდარის შესახებ „უმაღლეს დონეზე შეშფოთება გამოხატა.“ თურქეთის საელჩოს განცხადებით, ერდოღანის დაცვა „თავის დაცვას“ ცდილობდა. მათი თქმით, დემონსტრანტები ქურთისტანის მუშათა პარტიასთან იყვნენ დაკავშირებული (PKK).

Facebook Forum

XS
SM
MD
LG