ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ბრიტანეთსა და თურქეთში ვიზიტს წყვეტს


კლინტონი ბრიტანეთსა და თურქეთში ვიზიტს წყვეტს
კლინტონი ბრიტანეთსა და თურქეთში ვიზიტს წყვეტს

ჰილარი კლინტონის განცხადებით ახლო აღმოსავლეთში თალიბებზე ზეწოლა საერთაშორისო კოალიციის, საკუთრივ ავღანეთის ხელისუფლების და პაკისტანის ერთობლივი ძალისხმევით უნდა განხორციელდეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დედის მძიმე ავადმყოფობის გამო ლონდონში და თურქეთში დაგეგმილი მოგზაურობა გადადო. მსოფლიოს საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთში ავღანეთის მიერ წამოყენებული სამშვიდობო და მდგრადი ეკონომიკის შექმნის წინადადებების განსახილველად იკრიბებიან. ანალიტიკოსების თქმით ამ საქმეში გადამწყვეტი მეზობელი ქვეყნის, პაკისტანის, მხარდაჭერა იქნება.

გუშინ ქალბატონმა კლინტონმა თურქეთში დემოკრატიის განმტკიცების აუცილებლობას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი. მხოლოდ ამ გზით შეძლებს თურქეთი საკუთარი პოტენციალის სრულ რეალიზებას, როგორც ეკონომიკაში, ასევე საგარეო პოლიტიკაში, აღნიშნა მან.

XS
SM
MD
LG