ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი უარყოფს, რომ საავადმყოფოებს კოვიდ-19-ის ტესტების ნაკლებობა აქვთ


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო გენერალური ინსპექტორის მიგნება, რომ საავადმყოფოებს სამედიცინო პერსონალისთვის საკმარისი დამცავი აღჭურვილობა და ტესტები არ გააჩნიათ.

„ეს მცდარია“, - განაცხადა პრეზიდენტმა ორშაბათს, როცა ჟურნალისტის შეკითხვას პასუხობდა ჯანდაცვის და ადამიანური რესურსების სამსახურის კვლევის თაობაზე. „ჩვენ უფრო მეტი ტესტი ჩავატარეთ ვიდრე მსოფლიოში ვინმე სხვამ“, - განაცხადა მან.

ტრამპმა საზოგადოებას მონაცემები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც აშშ-მ კოვიდ-19-ს 1.79 მილიონი ტესტი ჩაატარა. „ყოველდღიურად ეს რიცხვი 120,000-ით იზრდება“, - თქვა მან.

პრეზიდენტმა უარი განაცხადა, გენერალური ინსპექტორის ანგარიშის შესახებ, დამატებით ეპასუხა კითხვებზე. მან ჟურნალისტს კვლევის ავტორის სახელი და გვარი მოსთხოვა, ჟურნალისტმა პრეზიდენტს ამ კითხვაზე ვერ უპასუხა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პრეზიდენტმა გენერალური ინსპექტორის მიგნებები გააკრტიკა. ის ხშირად აკრიტიკებს სამთავრობო სამეთვალყურეო ორგანიზაციებს. „ჩვენ ამას შევისწავლით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მოგვიანებით ჟურნალისტმა პრეზიდენტს განუცხადა, რომ კვლევის ავტორი კრისტი გრიმია, ჯანდაცვის და ადამიანური რესურსების სამსახურის გენერალური ინსპექტორი. ამას პრეზიდენტის მხრიდან მოჰყვა კითხვა იმაზე, თუ როდიდან იკავებს გრიმი თანამდებობას. ჟურნალისტმა პრეზიდენტს უპასუხა, რომ გრიმი ამ პოზიციაზე, რამდენიმე ადმინისტრაციის პირობებში მსახურობდა.

„ანუ ობამას ადმინისტრაციაში?“, - განაცხადა ტრამპმა. „დიდი მადლობა რომ მითხარით“, - თქვა მან.

გრიმი საკუთარ პოზიციას 1999 წლიდან იკავებს და ისევე როგორც დემოკრატთა ასევე რესპუბლიკელ პრეზიდენტთა ადმინისტრაციებში მსახურობდა.

გენერალური ინსპექტორის ანგარიში ორშაბათს გამოქვეყნდა და 300-ზე მეტი საავადმყოფოს ადმინისტრაციასთან ინტერვიუებს ეფუძნება. ანგარიში ამბობს, რომ საავადმყოფოებს არსებულ ვითარებასთან გამკლავება უწევთ, რომ არ ყოფნით თანამშრომლებისთვის დამცავი ნიღბები და აღჭურვილობა.

შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 368,449 ცხრა შემთხვევაა დაფიქრსირებული. გარდაიცვალა 10,993 ადამიანი და გამოჯამრთელდა 19,919. ქვეყანაში, ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი, ნიუ-იორკია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG