ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ჯარისთვის კოვიდ-19-ზე აცრა სავალდებულო გახდა


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა შეიარაღებულ ძალებს უბრძანა დაუყოვნებლივ გაიკეთონ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა.

ოსტინმა ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ "ფაიზერის" ვაქცინას საბოლოო დასტური მისცა და მისი ზოგადი გამოყენება დაამტკიცა. დამტკიცების შემდეგ, დაახლოებით 800 ათასი ამერიკელ ჯარისკაცი, რომელსაც აქამდე აცრა არ გაუკეთებია, კოვიდ-19-ის ვაქცინას გაიკეთებს.

თავდაცვის მდივნის მემორანდუმში ნათქვამი არ არის, თუ როდის უნდა დასრულდეს ჯარის ვაქცინაციის პროცესი. თუმცა, ის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა განშტოებას სთხოვს პროგრესის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად გაუგზავნონ ხელმძღვანელობას.

„ამ ერის დასაცავად ჩვენ გვჭირდება ძალა, რომელიც ჯანმრთელია და მზადყოფნაშია“, ნათქვამია ოსტინის მემორანდუმში.

აცრების ადმინისტრირება მოხდება როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ამერიკის საზღვრებს გარეთაც. სამხედრო მოსამსახურეებს შეეძლებათ ვაქცინა დამოუკიდებლადაც გაიკეთონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG