ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ტრეფიკინგის შემთხვევას 10 ადამიანი ემსხვერპლა


ადამიანების კონტრაბანდულ გადაყვანაში ეჭვმიტანილ სატვირთო მანქანის მძღოლს, ტეხასში ბრალი იმიგრანტების უკანონო გადაყვანაზე წაუყენეს. ამ კონტრაბანდული ოპერაციის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

ფლორიდის 60 წლის მცხოვრებს, ჯეიმს მეთიუ ბრედლი უმცროსს, ამ ბრალის გამო, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა დაემუქროს.

ბრედლი სან ანტონიოში, კვირას მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მაღაზია „უოლმარტის" პარკინგზე გაჩერებულ მისი სატვირთოში რვა გვამი აღმოაჩინეს. კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა, სხვები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ბევრი, გადახურების და გაუწყლოვნების შედეგად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. სამართალდამცავები შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.

შეერთებული შტატების იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თომას ჰომანმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აქცენტი ადამიანების კონტრაბანდული გზით გადამყვანთა ქსელების დევნის, აღმოჩენის და დასჯის აუცილებლობაზე გააკეთა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG