ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში საგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა 


პანდემიის დროს დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შემდეგ ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ამერიკაში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. მკვლევარები ამბობენ, რომ ეს 2007 წლის შემდეგ ქვეყანაში ყველაზე მაღალი მაცვენებელია.

2020 წლის განმავლობაში ამერიკაში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს 38 680 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მაჩვენებელი 2019 წლის მაჩვენებელს 7.2 პროცენტით აჭარბებს, საუბარია დაახლოებით 2 600 ადამიანზე. თუ 2020 წლის მონაცემებს ჩავშლით წლის მეორე ნახევარში ამერიკაში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობა 13 პროცენტით გაიზარდა.

ამერიკის გზების უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია ამბობს, რომ გაზრდილი მონაცემები დაქვეითებულმა მართვის უნარმა, სიჩქარის გადაჭარბებამ და უსაფრთხოების ღვედების არგამოყენებამ განაპირობა.

სიჩქარის გადაჭარბების გამო მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 10 პროცენტით არის გაზრდილი, ალკოჰოლური თრობასთან დაკავშირებული საგზაო შემთხვევების დროს გარდაცვალების მაჩვენებელი კი 9 პროცენტით გაიზარდა.

ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ სტატისტიკის ზრდა იმანაც გამოიწვია, რომ გზები ძირითადში თავისუფალია რადგან შედარებით ცოტა ადამიანი მოგზაურობს, სწორედ ამიტომ ისინი ამბობენ, რომ გზებზე გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობაც, რომლებიც წესებს არღვევენ და ავტომობილებს სახიფათოდ მართავენ.

მონაცემები აჩვენებს იმასაც, რომ პანდემიის პერიოდში ამერიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ისეთი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა როდესაც მძღოლი ალკოჰოლის ან ნარკოტიკის თრობის ქვეშ იმყოფებოდა. ეს მაჩვენებელი გასულ წლებში გაცილებით დაბალი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG