ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-მ "იუნესკოდან" გასვლის გადაწყვეტილება მიიღო


ამერიკის შეერთებული შტატები გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაცია "იუნესკოს" შემადგენლობიდან გადის.

ამის მიზეზად ვაშინგტონი ორგანიზაციაში არსებულ ანტი-ებრაულ ტენდენციებს ასახელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ჰეთერ ნაუერტის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. მისი თქმის, ეს "იუნესკოს რეფორმირების აუცილებლობით და ანტი-ებრაული მისწრაფებებისადმი ჩვენი დამოკიდებულებით არის განპირობებული."

ამასთანავე, აშშ-მ "იუნესკოს" გენერალურ დირექტორს შეატყობინა, რომ ვაშინგტონს სურვილი აქვს ორგანიზაციასთან არა-წევრი სახელმწიფოს სტატუსით გააგრძელოს თანამშრომლობა.

ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება ძალაში 31 დეკემბერს შევა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG