ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებით ემუქრება


ტრამპის ადმინისტრაცია სანქციებით იმუქრება, თუ ჰააგის საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო გამოიძიებს ავღანეთში, ამერიკელი ჯარისკაცების და დაზვერვის თანამშრომლების მიერ ომის დანაშაულის ბრალდებებს.

მისასალმებელი სიტყვის მონახაზში, რომლითაც ჯონ ბოლტონი, უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ვაშინგტონში დაგეგმილი, კონსერვატორი ფედერალისტი საზოგადოების წინაშე გამოსვლას გეგმავს, საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ მკაცრი პოზიციაა დაფიქსირებული.

გამოსვლის პროექტში ნათქვამია, რომ სასამართლოს არ უნდა ჰქონდეს იურისდიქცია იმ ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებშიც კრიმინალური სასამართლოს დამფუძნებელი ხელშეკრულების რატიფიკაცია არასდროს მომხდარა.

ჰააგის კრიმინალურმა სასამართლომ ფუნქციონირება 2002 წელს დაიწყო და მან, ცალკეული მთავრობებისგან დამოუკიდებლად, ომის დანაშაულების გამოძიება უნდა წარმართოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG