ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში აფეთქების მცდელობა აღკვეთეს


აშშ-ში აფეთქების მცდელობა აღკვეთეს
აშშ-ში აფეთქების მცდელობა აღკვეთეს

შეერთებული შტატების მოქალაქეს პენტაგონის და კაპიტოლიუმის შენობებზე შეტევის დაგეგმვაში ედება ბრალი. გავრცელებული ინფორმაციით, ის ამის განხორციელებას დისტანციური მართვის თვითმფრინავის გამოყენებით გეგმავდა. 26 წლის რეზვან ფერდაუსი გასულ ოთხშაბათს დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც საფარქვეშ მოქმედმა ფედერალურმა აგენტებმა გადასცეს ის მასალები. რაც მას შეტევისთვის ესაჭიროებოდა. ეს მასალები შეიცავდა სი-40-ის ტიპის ასაფეთქებელ ნივთიერებას და პატარა იარაღებს. მის წინააღმდეგ სასამართლო მოსმენა მასაჩუსეტის შტატში გაიმართება. ის სწორედ ამ შტატის მაცხოვრებელი იყო. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ფერდაუსს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

XS
SM
MD
LG