ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-თალიბანის მოლაპარაკებები ავღანეთში მშვიდობის იმედს აჩენს


ამერიკის ხელისუფლებისა და "თალიბანის" წარმოამდგენლებს შორის გაფართოებული მოლაპარაკებები ყატარში გრძელდება. რეგიონში მოლოდინები მაღალია და ბევრი იმედოვნებს, რომ შესაძლოა ახლოვდებოდეს შეთანხმება, რომელიც ავღანეთში 17-წლიან ომს დაასრულებს.

მოლაპარაკებები ორშაბათს ამერიკის დელეგაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზალმაი ხალილზადმა გახსნა. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ პაკისტანისა და ყატარის წარმომადგენლები.

უწყვეტი მოლაპარაკებების მეოთხე დღეს სხვადასხვა წყარო "ამერიკის ხმას" ატყობინებს, რომ მხარეებმა გარკვეული საფუძვლები მონახეს იმისთვის, რომ უმთავრესი და ურთულესი საკითხების შესახებ მოლაპარაკება შეძლონ.

"თალიბანის" წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მათი ერთ-ერთი მიზანი იმ ვადების განხილვა იქნებოდა, რა ვადებშიც ამერიკისა და ნატოს სამხედროების ლიდერობით მოქმედი ძალები ავთანეთს დატოვებენ. მეორე მხრივ კი "თალიბანის" მხარემ უნდა წარმოადგინოს გარანტიები, რომ ავღანეთის მიწაზე ამერიიკის ან სხვა რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელს საფრთხეს არ შეუქმნის. ამ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, დაჯგუფება თანახმაა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებით შეთანხმებას მოაწეროს ხელი.

XS
SM
MD
LG