ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი არჩევანის წინაშე


ვაშინგტონი სირიელი ამბოხებულებისთვის იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი სირიელი ამბოხებულებისთვის იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს. ეს არის ნაბიჯი, რომელსაც აქამდე შეერთებული შტატები ეწინააღმდეგებოდა, რადგან თვლიდა, რომ შეიარაღების ანტიდასავლურად განწყობილი ისლამისტების ხელში აღმოჩენის რისკი მაღალი იქნებოდა. თეთრი სახლის მაღალჩინოსნის განცხადებით, პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია რაიმე სახის გადაწყვეტილება. თუმცა, მან რჩევა კითხა უშიშროების საბჭოს წევრებს, რათა განიხილონ გზები, თუ როგორ შეუძლია ვაშინგტონს ამბოხებულთათვის დახმარების გაზრდა. ჯერჯერობით, დახმარება მხოლოდ არალეტალური მასალებით შემოიფარგლება.
სამშაბათს პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ პასუხის გაცემამდე სურს გაიგოს უფრო მეტი დეტალი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.
„ჩვენ არ ვიცით თუ როგორ მოხდა ქიმიური იარაღის გამოყენება, სად და ვინ გამოიყენა. ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულებათა ჯაჭვი, რათა დავადასტუროთ თუ რა მოხდა. და როდესაც მივიღებ გადაწყვეტილებას ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების და გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ, უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ გვაქვს ფაქტები,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.
XS
SM
MD
LG