შეერთებული შტატების უმსხვილესი, მუსლიმთა სამოქალაქო უფლებების და საზოგადოებრივი ორგანიზაციები იმედს გამოთქვამენ, რომ სირიაში ამერიკის სამხედრო დარტყმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმ პოზიციის შეცვლას მოასწავებს, რომელიც ექვსი, მეტწილად მუსლიმი ქვეყნიდან, მათ შორის სირიიდან, შეერთებულ შტატებში ადამიანების შესვლას კრძალავს.
"ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭომ" განაცხადა, რომ „შეერთებული შტატები საერთაშორისო ძალისხმევას უნდა გაუძღვეს“, რათა სირიაში სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად, ფრენისთვის აკრძალული და უსაფრთხო ზონები შეიქმნას.“
ამ ჯგუფებს სურს, რომ შეერთებულმა შტატებმა ეკონომიკური და დიპლომატიური სანქციები დაუწესოს ნებისმიერ პირს, ჯგუფს ან მთავრობას, რომელსაც სირიაში უწყვეტად მიმდინარე გენოციდში რაიმე როლი აქვს“.
პოლიტიკოსებმა სირიაში ტრამპის ქმედებას მხარი დაუჭირეს, მაგრამ განაცხადეს, რომ პრეზიდენტს შემდგომი ნაბიჯების გეგმა უნდა გააჩნდეს და კონგრესთან ითანამშრომლოს.
Facebook Forum