ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფინანსებდა თუ არა აშშ სირიის ოპოზიციას?


აფინანსებდა თუ არა აშშ სირიის ოპოზიციას?
აფინანსებდა თუ არა აშშ სირიის ოპოზიციას?

ამერიკული გავლენიანი გამოცემის ცნობით, სირიის ოპოზიციას სახელმწიფო დეპარტამენტი საიდუმლოდ აფინანსებდა. სწორედ ამ დახმარებით სირიის ოპოზიციამ მოახერხა სატელიტური მაუწყებლობის გახსნა, რომელსაც მთავრობის წინააღმდეგ იყენებდა. ეს ინფორმაცია დღეს გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ დაბეჭდა. წყარო კი სკანდალური ვებგვერდის „ვიკილიქსის“ მიერ გამჟღავნებული დიპლომატიური არხებია. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ოპოზიციას 12 მილიონი დოლარი გაუგზავნა. დაახლოებით 6 მილიონი დოლარი დაიხარჯა ლონდონში სატელევიზიო სადგურის „ბარადას“ გახსნაზე. სწორედ ამ არხის საშუალებით მოხერხდა ემიგრაციაში განდევნილი სირიელების შეკრება „სამართლიანობის და განვითარების მოძრაობის“ გარშემო. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თეთრმა სახლმა სირიის ოპოზიციის დაფინანსება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2005 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

XS
SM
MD
LG