ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელების თითქმის ნახევარს ახალი ამბები აბრაზებს


საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ამერიკელები მიმდინარე მოვლენებზე ახლა უფრო გაბრაზებულები არიან, ვიდრე ერთი წლის წინ იყვნენ, განსაკუთრებით ეს თეთრკანიანებს, რესპუბლიკელებს და ქალებს ეხებათ.

NBC News, Survey Monkey და Esquire-ის მიერ კვირას გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49 პროცენტი ამბობს, რომ 2015 წლის განმავლობაში მიმდინარე ახალ ამბებზე გაბრაზდნენ. ყველაზე მეტად გაბრაზებას თეთრკანიანები გამოხატავდნენ (54%), შემდეგ სამხრეთ ამერიკელები მოდიან (43%), გამოკითხულთა შორის გაბრაზებას ნაკლებად გამოხატავდნენ შავკანიანები (33%).

ამავე გამოკითხვის მიხედვით რესპუბლიკელები დემოკრატებზე ხშირად ბრაზდებიან, რესპუბლიკელებში ეს მაჩვენებელი 61 პროცენტს შეადგენს, დემოკრატებში კი 42-ს. რესპუბლიკელები ყველაზე მეტად რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებული კონგრესის არაეფექტურობით არიან გაბრაზებულნი, როცა დემოკრატებს ყველაზე მეტად პოლიციის მიერ შავკანიანების მკვლელობები აბრაზებთ.

გაბრაზების მაჩვენებელი განსხვავებულია სქესის მიხედვით, ახალი ამბები და მიმდინარე მოვლენები ქალების 53 პროცენტს აბრაზებს, მამაკაცების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 44 პროცენტია.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა დროში ემთხვევა 2016 წლის ნოემბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას, რომლის შედეგადაც ამერიკელების რჩეული 2017 წლის იანვარში პრეზიდენტ ობამას ჩაანაცვლებს.

XS
SM
MD
LG