ამერიკის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ფედერალურ მთავრობას ავალდებულებს აღიაროს ერთ-სქესიანი ქორწინება იმ შტატებში, სადაც ეს კავშირი შტატის კანონმდებლობითაა დამტკიცებული.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა ქორწინების დაცვის აქტის ერთ-ერთი მუხლი, რომელიც ქორწინებას საზღვრავს როგორც კავშირს მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის. ამ გადაწყვეტილების შედეგი ის არის, რომ ფედერალურ დონეზე სახელმწიფომ უნდა აღიაროს ერთ-სქესიანი ქორწინების დროს წყვილის საგადასახადო, საპენსიო და სადაზღვევო შეღავათები.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შტატებში გაფორმებულ ერთ-სქესიან ქორწინებას ეხება, სადაც ასეთი ქორწინება კანონითაა დაშვებული.
ერთ-სქესიანი ქორწინება ამერიკის 12 შტატში და ქალაქ ვაშინგტონში - კოლუმბიის ოლქშია - ლეგალური.