ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასამართლო: ჩრდილო კაროლინის შტატში ამომრჩეველს პირადობის მოწმობას კვლავ არ მოსთხოვენ


ამერიკის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა რესპუბლიკელების სარჩელი-მოთხოვნა - აღედგინა ჩრდილოეთ კაროლინის შტატის კანონი, რომელიც ამომრჩევლებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენას ავალდებულებდა.

შტატის საკანონმდებლო ორგანოს მიერ 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, შეიზღუდა ამომრჩეველთა არჩევნების დღეს რეგისტრაცია არჩევნების დღეს და მათ მიერ წინასწარი ხმის მიცემისთვის გამოყოფილი დღეები. შტატის განმარტებით, ეს გაყალბების თავიდან ასაცილებლად გაკეთდა. მაგრამ ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ეს აფრო-ამერიკული და ლათინური წარმოშობის ამომრჩეველთა მიმართ უსამართლო ქმედებაა, რადგან დიდი ალბათობით, ისინი ვერ წარმოადგენენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს და არ აქვთ წვდომა არჩევნებისას ხმის მიცემის ადგილებზე.

თავდაპირველად ფედერალურმა სასამართლომ ეს პრობლემები არ გაიზიარა, მაგრამ აპელაციის შემდგომ გადაწყდა, რომ შტატმა ეს გადაწყვეტილება "დისკრიმინაციული მოტივებით" მიიღო. სასამართლომ ამის დასტურად სწორედ კანონმდებლების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გამოიყენა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კანონპროექტის შემუშავებისას მათ გამოიყენეს რასობრივი კუთვნილების მიხედვით დამუშავებული მონაცემები.

ამერიკის 50-დან 32 შტატი ხმის მისაცემად ამომრჩეველს რაიმე სახის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენას სთხოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG