ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში ფეხბურთის ჩემპიონატი პარკში გახსნეს


ვაშინგტონის ერთ-ერთი პარკში მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში სახალხო ჩვენებით გაიხსნა.

ვაშინგტონში დაფუძნებულმა სოციალური მედიის ორგანიზატორებმა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი გამხსნელი თამაში ერთ-ერთ ადგილობრივ პარკში ფართო ეკრანზე გაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩემპიონატის საჯარო ადგილებში ყურაბა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, ვაშინგტონში მსგავსი ღონისძიება პირველად შაბათს ჩატარდა. პარკში ათასობით ფეხბურთის ფანი შეიკრიბა და თამაშის დაწყებამდე ფეხბურთში საკუთარი შესაძლებლობებიც მოსინჯა.

ფეხბურთის ფანებს კარგად მოგეხსენებათ, როგორ ენაცვლება ერთმანეთს სიხარულისა და სიბრაზის გამომხატველი ემოციები ნებისმიერი თამაშის დროს. ამ მხრივ არც ვაშინგტონში გამართული საჯარო ჩვენება იყო გამონაკლისი - სიმშვიდე ხშირად ენაცვლებოდა ისტერიას და კვლავ სიმშვიდეს.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, მაიკლ ლიპინის განცხადებით, თამაშის ჩვენების იდეა პირველად ფეისბუქზე გავრცელდა:

„გამოხმაურაბა, რომელიც ამ განცხადებაზე მოგვივიდა, შემიძლია ვთქვა, რომ იყო ენერგია და ფეხბურთის გულშემატკივრების გამოძახილი. უამრავი ხალხი მადდლობას გვიხდიდა.“

ბატონი ლიპინის განცხადებით, მას ფეხბურთის მხარდამჭერი სხვადასხვა ჯგუფებიც დაეხმარნენ. ერთ-ერთი ასეთი დამხმარე კრის პავლაკოსი იყო. მისი თქმით, ამერიკაში ფეხბურთი ნელ-ნალა მნიშვნელოვანი სპორტი ხდება.

„ფეხბურთის მიმართ დამოკიდებულება ნელა, მაგრამ სტაბილურად იცვლება. მსგავსი ღონისძიება 10 წლის წინ რომ გაგვემართ, დარწმუნებული ვარ ასეთი გამოხმარაურება არ გვექნებოდა," განაცხადა ბატონმა კრისმა.

მაგრამ მისივე თქმით, ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი იმ დრომდე, როცა ფეხბურთს ამერიკაში მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ სპორტად აღიარებენ:„ამერიკა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მოხალისეები აგროვებენ ფულს ჩემპიონატის საჯარო ჩვენების მოსაწყობად. ამისთვის ჩვენ 20 ათასი დოლარი მოვაგრროვეთ.“

21 წლის ნიგერიელი სტუდენტი როტიმი იზიდუ, რომელიც ამერიკაში სტუდენტური ვიზით იმყოფება აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნიგერიამ არგერტინასთან თამაში წააგო, თამაშის ბევრ ხალხთან ყურებამ მას უდიდესი სიამოვნება მიანიჭა. მისი თქმით: „როცა უყურებ როგორ რეაგირებენ ფანები, როგორ სიამოვნებთ მათ საკუთარი გუნდის ყურება და როგორაა თითოეული მაყურებული ჩართული თამაშში, შეუძლებელია არ გადაგედოს მათი ემოცია.“როტიმი ასევე ამბობს, რომ მან პარკში თამაშის ყურების დროს რამდენიმე თანამემამულე გაიცნო.

ვაშინგტონი, ქალაქი რომელიც ისედაც უაღრესად მრავალფეროვანია, ფეხბურთის ჩვენების საღამოს კიდევ უფრო ინტერნაციონალური გამოჩნდა.

„ფეხბურთი ისეთი თამაშია, რომლის დროსაც კანის ფერს ან სხვა განმასხვავებელ ნიშანს მნიშვნელობა არ აქვს. ხალხს ბედნიერებას მხოლოდ გოლის გატანა ანიჭებს,“ აცხადებს ნიგერიელი სტუდენტი.

ყველაზე დიდი მოვლენა მაინც ამერიკა ინგლისის თამაში იყო. თამაშის დროს შეძახილები, ყვირილი და სტვენა განსაკუთრებით ხმამაღლა ისმოდა.

ორგანიზატორების თქმით, მიუხედავად იმისა მოხვდება თუ არა ამერიკის ნაკრები ფინალში, ისინი დამატებითი თანხების მოზიდვას ეცდებიან 11 ივლისს დაგეგმილი ფინალური თამაშის იმავე პარკში საჩვენებლად.

XS
SM
MD
LG