ამერიკული კოსმოსური შატლი „დისქავერი“ ვაშინგტონის ავიაციის მუზეუმში გამოიფინება. 28 წლის ხომალდმა დღეს ფლორიდაში კენედის კოსმოსური ცენტრი დატოვა. დისქავერს დღეს დალესის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოიტანენ საიდანაც სმითსონის ავიაციის მუზეუმში გამოფენენ. დაახლოებით ერთი წლის წინ „დისქავერიმ“ კენედის ცენტრიდან უკანასკნელი მისია შეასრულა.