ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატმა საგადასახადო რეფორმას მხარი დაუჭირა


ამერიკის სენატმა საგადასახადო სისტემის რეფორმის პაკეტს მხარი დაუჭირა. ეს პირველი საპრეზიდენტო წლის დასასრულს დონალდ ტრამპისა და მისი ხელისუფლების პირველი დიდი საკანონმდებლო გამარჯვებაა. სენატის 51-ივე რესპუბლიკელმა წევრმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა, ყველა დემოკრატმა ანუ 48 სენატორმა კი რეფორმის წინააღმდეგ მისცა ხმა.

შემდეგ ეტაპზე პროცედურულად, წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაუჭიროს მხარი ცვლილებებს, ამის შემდეგ კი კანონპროექტი თეთრ სახლში გაიგზავნება, სადაც მას პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს. თეთრ სახლში სპეციალური ღონისძიებაა დაგეგმილი.

რესპუბლიკელი სენატორები ამბობენ, რომ ეს ისტორიული ცვლილებაა. დემოკრატი სენატორების თქმით კი, ამ გადაწყვეტილებით რესპუბლიკურმა პარტიამ ამერიკის მოსახლეობის საშუალო კლასს საბოლოოდ აქცია ზურგი და ამას ხალხი არ დაივიწყებს. მათი მოსაზრებით, ცვლილებები მოსახლეობის შეძლებული ნაწილისა და მსხვილი კორპორაციებისთვის იქნება ხელსაყრელი.

XS
SM
MD
LG