ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რექს ტილერსონი თურქეთში ჩადის


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყანაში, თურქეთში ჩადის. რექს ტილერსონი ანკარაში ქვეყნის პრეზიდენტს რეჯებ ტაიპ ერდოღანს და სხვა წამყვან ოფიციალურ პირებს ხვდება.

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრების მთავარი მიზანი დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის ტაქტიკა იქნება. კერძოდ, საუბარი შედგება იმაზე, თუ როგორ განდევნონ ტერორისტები სირიის ქალაქ რაქადან, რომელიც დაჯგუფებამ ე.წ. „ისლამური სახელწიფოს“ დედაქალაქად გამოაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს და ეხმარება სირიაში მოქმედი ქურთი ამბოხებულების საბრძოლო ქვედანაყოფებს, რომლებიც დაჯგუფების წინააღმდეგ იბრძვიან. ეს თურქეთთან ურთიერთობაში დაძაბულობას ქმნის. საქმე იმაშია, რომ სირიაში მებრძოლი ქურთი ამბოხებულები, თავის მხრივ, დაკავშირებული არიან თურქეთში მოქმედ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და ებრძვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG