ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელთა უმრავლესობა მსოფლიოში ქვეყნის პოზიციით კმაყოფილია


ხუთშაბათს გამოქვეყნდა "გელოპის" ახალი გამოკითხვის შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 53 პროცენტი, რომელთა უმრავლესობა თავს რესპუბლიკელად მიიჩნევს, მსოფლიოში შეერთებული შტატების პოზიციით კმაყოფილია.

ეს ციფრი, გასულ წელთან შედარებით, 8 პროცენტით გაიზარდა და 2003 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზეა. "გელოპმა" პარტიული ნიშნით მკვეთრი დაყოფის შესახებ გამოაცხადა და თქვა, რომ ეს ბოლო ორი ათწლეულისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და იმაზეა დამოკიდებული, თუ თეთრ სახლს ვინ აკონტროლებს.

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, რესპუბლიკელთა 85-მა პროცენტმა თქვა, რომ შეერთებული შტატების პოზიციით კმაყოფილია. იმავდროულად, ამას დემოკრატთა მხოლოდ 19 პროცენტი დაეთანხმა.

რესპუბლიკელების ხარჯზე ასევე გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც თქვა რომ „მსოფლიოს თვალში“ შეერთებული შტატები მოსაწონად გამოიყურება.

"გელოპის" გამოკითხვამ დაადგინა, რომ გამოკითხულთა 16-მა პროცენტმა შეერთებული შტატების აღქმა შეაფასა, როგორც ძალიან მოსაწონი, 44-მა პროცენტმა თქვა, რომ ის ერთგვარად მოსაწონია. რესპუბლიკელთა 83-მა პროცენტმა ეს ორი დადებითი პასუხი შეარჩია.

იმ დროს, როდესაც "გელოპის" გამოკითხვაში ტრამპმა თავის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია კითხვაზე, მსოფლიოს სხვა ლიდერები მას პატივს თუ სცემენ, ადამიანების მხოლოდ 37-მა პროცენტი ამბობს, რომ უცხოელი ლიდერები ტრამპს პატივს სცემენ, 61 პროცენტი კი ამბობს, რომ ლიდერები პატივს არ სცემენ.

გელოპმა თქვა, რომ ტრამპის ქულები ჰგავს რესპუბლიკელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ქულებს პრეზიდენტობის იმავე პერიოდში, მაგრამ საგრძნობლად ჩამორჩება ტრამპის წინამორბედის, დემოკრატ პრეზიდენტ ბარაკ ობამას 51 პროცენტს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG