ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ი რუსეთის ბრალდებებს უარყოფს


ვიქტორია ნულანადი - აშშ-ი სირიელ მეამბოხეებს არასაბრძოლო ტექნიკით უზრუნველყოფს

შეერთებული შტატები უარყოფს რუსეთის ბრალდებას სირიელი ამბოხებულებისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ სტერნსი არკვევდა. მოსკოვის განცხადებით, ობამას ადმინისტრაცია სირიის კონფლიქტში მონაწილე ჯგუფებისთვის იარაღის მიწოდებაზე ობამას ადმინისტრაცია ინფორმირებულია. წერილობით განცხადებაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ „ამერიკულ მედიაში ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებების შეფასების თანახმად, შეერთებული შტატები, კოორდინაციას უწევს და უზრუნველყოფს ამგავრი მიწოდებების ლოჯისტიკურ დახმარებას.“
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
„შეფასება, რომ ჩვენ სხვა ქვეყნების სამხედრო დახმარებას კოორდინაციას ვუწევთ, უბრალოდ უადგილოა,“ - აღნიშნა ნულანდმა.
როგორც შეერთებული შტატები აცხადებს, ის სირიის პრეზიდენტის ოპოზიციას არალეთალური მასალებით ეხმარება, მათ შორის საკომუნიკაციო აღჭურვილობით. სხვა ქვეყნები კი, ე წ. „სირიის მეგობართა ჯგუფი“ ამბოხებულებს პრეზიდენტ ასადთან ბრძოლის მიზნით შეიარაღებას აწვდიან. ნულანდის განცხადებით, ვაშინგტონი ახორციელებს კოორდინაციას მოკავშირეებთან, რათა ეს ტვირთები მიეწოდოს იმ ჯგუფებს, რომლებიც სირიის დემოკრატიულ მომავალზე ზრუნავენ.
„ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივად, რათა გავიგოთ თუ ვინ ვინ არის ოპოზიციაში. მართალია, ჩვენ მხოლოდ არალეთალურ დახმარებას ვაწვდით, თუმცა ძალიან დიდ ყურადრებას ვაქცევთ ისეთ დახმარებასაც რამაც შესაძლოა ექსტრემისტების წახალისება გამოიწვიოს. ჩვენ ამ საკითხს ძალზედ ყურადღებიით ვეკიდებით,“ - განაცხადა ნულანდმა.
ამავდროულად, რუსეთი აგრძელებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისთვის იარაღის მიწოდებას და აკრიტიკებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ასადის მოწინააღმდეგეებს ეხმარებიან. რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს სამი რეზოლუცია დაბლოკეს, რომელიც პრეზიდენტ ასადის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უხსნიდა გზას. სირიის მთავრობა პირობას დებს, რომ დაიცავს ოთხდღიან შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც რელიგიური დღესასწაულის ეიდ ალ-ადჰას აღნიშნვნას მიეძღვნა. ამბოხებულთა ერთერთმა სარდალმა განაცხადა, რომ მისი მებრძოლები შეთანხმებას დაიცავენ, თუმცა შეტევის შემთხვევაში ადექვატურ პასუხს გასცემენ.
გაეროს და არაბული ლიგის სამშვიდობო დესპანი ლახდარ ბრაჰიმი იმედოვნებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ზავი სამშვიდობო მოლაპარაკებებში გადაიზრდება. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ქალბატონი ნულადი აცხადებს, შეერთებული შტატები სირიაში მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება.
XS
SM
MD
LG