ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკში სასამართლომ რუს აგენტს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა


ნიუ იორკში, ხუთშაბათს, ფედერალურმა სასამართლომ რუსეთის მთავრობის აგენტს, რომელმაც ბრალი აღიარა, ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა და კრიმინალური საქმიანობით მიღებული მოგების, ნახევარი მილიონი დოლარის დაბრუნება დააკისრა. კრიმინალური საქმიანობა, ძირითადად რუსული სამხედრო აღჭურვილობისთვის მაღალტექნოლოგიური მიკროელექტრონიკის შეძენაში და საიდუმლოდ გაგზავნაში გამოიხატებოდა.

ალექსანდრე ფიშენკომ იუსტიციის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ცხრამეტივე ბრალი აღიარა. ოფიციალური პირების ცნობით, ფიშენკოს მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ, 2002-2012 წლებში, მთავრობის ლიცენზირების გვერდის ავლით, რუსეთში 50 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტრონიკა გაგზავნა.

XS
SM
MD
LG