ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები უარყოფს რუსეთის განცხადებას დარღვეული კომუნიკაციის შესახებ


შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა გაოცება გამოთქვეს კრემლის კომენტარებზე, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები პრაქტიკულად გაყინულია.

კრემლის ოფიციალური პირების განცხადება, ამერიკის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისა და რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბრიდან მეორე დღეს გაჟღერდა. ეს იმავე დღეს მოხდა, როცა ამერიკელ და რუს სამხედრო ოფიცრებს სირიაში ფრენების უსაფრთხოების საკითხზე ვიდეო კონფერენცია ჰქონდათ.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს მდივანმა ჯონ კირბიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ დიალოგი არ დარღვეულა და არ გაყინულა.

კრემლის პრეს მდივანმა დმიტრი პესკოვმა, ოთხშაბათს ტელევიზია „მირ“-ს განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან თითქმის ყველა დონის დიალოგი შეწყდა.

XS
SM
MD
LG