ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ და რუსეთმა შესაძლოა მემორანდუმი გააფორმონ


პენტაგონის ცნობით შეერთებული შტატები და რუსეთი სავარაუდოდ ხელს მოაწერენ მემორანდუმს სირიაში მიმდინარე საჰაერო კამპანიების შესახებ.

“ახლა დასაზუსტებელია დოკუმენტის საბოლოო ენა და შემდეგ იქნება ხელმოწერა, ძალიან ახლოს ვართ მემორანდუმთან”, განაცხადა პენტაგონის სპიკერმა კაპიტანმა ჯეფ დეივისმა.

მისი თქმით დოკუმენტის მიზანია სირიაში მიმდინარე ორი ქვეყნის ოპერაციისას შეჯახებების თავიდან აცილება.

“დოკუმენტი ფოკუსირებულია საჰაერო სივრცის უსაფრთხოებაზე. ეს არ არის შეთანხმება. ჩვენ ფუნდამენტურად ვერ ვთანხმდებით სირიაში რუსეთის ოპერაციაზე,” უთხრა მან ჟურნალისტებს.

XS
SM
MD
LG